logo
ENG



2 მლნ. ადამიანს არ შეუძლია პირბადეში პურის ფასი გადაიხადოს - ოპოზიციის შეფასებები

10 ივნ 202008:21
3 წუთის საკითხავი
 

პლენარულ სხდომაზე პირბადეების ტარების წესის შესახებ კანონპროექტს განიხილავენ. სხდომა დღეს გაიმართება და ცვლილების მიხედვით, მოქალაქეს პირბადის არ ქონისთვის 20 ლარიანი ჯარიმა დაეკისრება.

ამ ცვლილებებს უარყოფითად აფასებენ ოპოზიციურ სპექტრში. მათი განმარტებით, მაშინ როდესაც, მოქალაქეები უკიდურეს გაჭირვებაში იმყოფებიან, მათთვის ყოველდღიოურად პირბადის შეძენა რთული იქნება.

"2 მლნ.-ზე მეტი ადამიანი, რომელსაც არ შეუძლია ერთ პირბადეში გადაიხადოს 1 პურის ფასი, ღირს სადღაც ლარ-ნახევრამდე. ამიტომ, როცა 5 მლრდ. სესხი აიღო მთავრობამ და ბიუჯეტში ეს ჩადებულია საკუთარ ხარჯებზე, მათ შორის საკუთარ სამშენებლო საქმეების სუბსიდირებისთვის, კეთილი ინებოს და 1 მლნ. გაიღოს იმისთვის, რომ გაჭირვებულ და სამუშაო დაკარგულ ადამიანებს შეუძინონ პირბადეები",-აცხადებს რომან გოცირიძე. 

სახელისუფლებო წრეებში კი განმარტავენ, რომ პირბადის ტარება აუცილებელია, იქამდე სანამ ქვეყანაში კორონავირურის საშიშროება რჩება. 

"თუ საჭიროა პირბადე, მე მას აუცილებლად ვიკეთებ როცა ტაქსით ვმგზავრობ, მაღაზიაში რომ შევდიოდი ასევე პირბადეს ვიკეთებდი და სხვა ადამიანს ყველანაირად გავუწევ ანგარიშს, რომ მისი უფლებები დავიცვა, მაგრამ თუ ვინმეს უნდა პაცაკად მაქციოს, რომელსაც ცხვირში ზანზალაკ გაკეთებულმა უნდა იაროს და კუ იძახოს ვიღაცის დანახვისას, ეს არც მორალურადაა სწორი და არც უფლებრივად. ასეთი საზოგადოება საქართველოში არასდროს არ შეიქმნება. ამიტომ აკრძალვებს ვეთანხმები მარტო როცა ის დასაბუთებელი და გონიერია.

"დღეს ჩვენ პირველი მოსმენით პლენარულ სხდომაზე განვიხილავთ პირბადეების ტაფრების სავალდებულო წესის შემოღებას. ჩვენი ამოცანაა, რომ ვიზრუნოთ ჩვენი მოქალაქეების კანმრთელობასა და სიცოცხლეზე. პირბადეების ტარების წესი თუ არ იქნა გათვალისწინებული, მაშინ დახურულ საჯარო სივრცეში 20 ლარიანი ჯარიმა დაწესება. გარდა ამისა, პირბადის ტარება სავალდებულო ოქნება საზოგადოებირვი ტრანსპროტით გადაადგილებისას",-აცხადებს ანრი ოხანაშვილი. 


close დახურვა