2 სექტემბერს, ბათუმში დაგეგმილი საქართველოს და კოსოვოს ეროვნული ნაკრებების საფეხბურთო მატჩი მაყურებლის გარეშე გაიმართება.
გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.
"მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფარგლებში, 2 სექტემბერს, ბათუმში, ახალ სტადიონზე დაგეგმილი საქართველოს და კოსოვოს ეროვნული ნაკრებების საფეხბურთო მატჩი გაიმართება მაყურებლის გარეშე. იგივე მოხდება ყველა სხვა დაშვებულ ღონისძიებებზე", - თქვა საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ.