logo
ENG



2 დღე რომ ჭიქაშია, ობს იდებს - სოფელ მატანის მოსახლეობა წყლის პრობლემის მოგვარებას ითხოვს

09 აგვ 202020:06
3 წუთის საკითხავი
 

კახეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში მოსახლეობას წლებია წყლის პრობლემა აწუხებს. ადგილობრივები ამბობენ, რომ სასმელი წყლის ხარისხი ამინდზეა დამოკიდებული. წვიმის შემდეგ მათ დაბინძურებული, ფერშეცვლილი და უსიამოვნო სუნის მქონე წყლის მოხმარება უწევთ. ხშირად წყალს ონკანებში ჭიებიც მოჰყვება.

შექმნილი ვითარების გამო, მოსახლეობა იძულებულია, სასმელი წყალი სხვა სოფლებიდან ან წყაროებიდან ზიდოს. მატანის ძირითადი ნაწილი სასმელი წყლით მდინარე ალაზნიდან მარაგდება. ამიტომ ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ  სწორედ ეს არის დაბინძურების მიზეზი.

მატანის მოსახლეობამ ალტერნატიული წყლის შემოყვანა საკუთარი სახსრებით სცადა, თუმცა წყალი სასმელად მაინც უვარგისი გამოდგა. ადგილობრივი ხელისუფლების არაერთი დაპირებისა, სოფელში წყლის პრობლემაზე წლებია მოუგვარებელია.

მას შემდეგ, რაც მატანის მოსახლეობამ წყლის პრობლემაზე "ფორმულასთან" საუბარი ღიად გადაწყვიტა, ახმეტის მერის წარმომადგენელი სოფელში მალევე ჩავიდა.

დავით მამუკელაშვილი ირწმუნება, რომ მატანში წყლის პრობლემის მოსაგვარებლად 7 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი, ასევე გამოცხადებულია ტენდერი და სამუშაოები მალე უნდა დაიწყოს. მერიის წარმომადგენელი მოსახლეობას ექსპერიმენტსაც სთავაზობს, არის თუ არა ვარგისი სასმელად წყალი

ადგილობრივი ხელისუფლების მორიგი დაპირების აღარც ხალხს  სჯერა და არც  ოპოზიციას. ისინი კორუფციის ნიშნებზე მიუთითებენ და ამბობენ, რომ  ასი ათასობით ლარი უშედეგოდ უკვე დაიხარჯა. მოსახლეობას იმედი აქვს, რომ პრობლემა წინასაარჩევნოდ მაინც მოგვარდება. მანამდე კი სოფელ მატანში მხოლოდ კარგი ამინდის იმედად რჩებიან.


close დახურვა