logo
ENG



მერია: უამინდობის შედეგად, წაიქცა ხეები, დაზიანდა სახლები, მანქანები, კომუნიკაციები

07 ივლ 202413:20
3 წუთის საკითხავი
 
2024/07/07/hybv38n7lwlymb9.jpg

თბილისის მერიის ცნობით, გუშინ დედაქალაქში მოსულმა უხვმა ნალექმა, რასაც თან ერთვოდა ძლიერი ქარი, პრობლემები შექმნა. 

მერიის ინფორმაციით, განსაკუთრებული ზარალი მიადგა სამგორის, კრწნასის და საბურთალოს რაიონებს. 

"უამინდობის შედეგად წაქცეულმა ხეებმა დააზიანა სახლები, ავტომობილები და კომუნიკაციები. რამდენიმე მისამართზე ძლიერმა ქარმა  სახურავები გადახადა საცხოვრებელ სახლებს. მთელი ღამის განმავლობაში, ყველა პრობლემურ ადგილზე, იმყოფებოდნენ მერიისა და გამგეობების წარმომადგენლები, შინაგან საქმეთა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებთან ერთად".

მათივე ცნობით, გაწმენდილია წაქცეული ხეებით ჩახერგილი გზები, მიმდინარეობს ზარალის აღრიცხვა.

საჭიროების შემთხვევაში, მოქალაქეებს შეუძლიათ, დარეკონ მერიის ცხელ ხაზზე: 2 72 22 22 ან დაუკავშირდნენ შესაბამისი რაიონის გამგეობას.


close დახურვა