logo
ENG



2 ივნისიდან აღმაშენებლის ხეივანში, გუდვილის მიმდებარედ მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება

31 მაი 202322:25
3 წუთის საკითხავი
 
2023/05/31/bboqp2928pedy50.jpg

თბილისის მერიის ცნობით, აღმაშენებლის ხეივანში, გუდვილის მიმდებარე ხიდზე დაზიანებული მონაკვეთების რეაბილიტაცია იწყება, რის გამოც, გზის სავალ ნაწილზე მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება - უწყების განცხადებით, შეზღუდვა ძალაში 2 ივნისიდან შევა და ორი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.

მერიაში აცხადებენ, რომ ხიდზე დაზიანებები მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა - შედეგად, საჭირო გახდა სავალი ნაწილის საფუძვლის ლოკალური სამუშაოების ჩატარება და ასფალტის საფარის აღდგენა. მათი თქმით, სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური განახორციელებს.


close დახურვა