logo
ENG



2 მარტის აქციაზე დაკავებული ჟურნალისტების სასამართლო პროცესი ხვალ ჩაინიშნა

29 მარ 202321:58
3 წუთის საკითხავი
clock 504
2023/03/29/jyz0ac7ciw1b51p.jpg

ხვალ პუბლიკას რედაქტორის, ზურა ვარდიაშვილისა და ტაბულას ჟურნალისტის, ბექა ჯიქურაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება. ინფორმაციას ამის შესახებ თავად მედიები ავრცელებენ.

2 მარტს რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე პოლიციამ 36 ადამიანი, მათ შორის 2 ჟურნალისტი დააკავა. დაკავებულთა შორის იყვნენ სტუდენტები, აქტივისტები. გამოცემა პუბლიკას რედაქტორი ზურა ვარდიაშვილი და ტაბულას ჟურნალისტი ბექა ჯიქურაშვილი იმავე ღამით გაათავისუფლეს. მათ წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან.

აქციაზე დაკავებული ნაციონალური მოძრაობის წევრი, გიორგი პატარაია 22 მარტს 2 000 ლარით დააჯარიმეს. მას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლებით ედავებოდნენ, რაც პოლიციის მიმართ დაუმორჩილებლობასა და წვრილმანი ხულიგნობას გულისხმობს. თუმცა პატარაიას დაკავების ვიდეო კადრებში ჩანს, რომ მას იმ მომენტში აკავებენ, როცა აქციაზე დგას და პოლიციელს წინააღმდეგობას არ უწევს.


close დახურვა