logo
ENG



2 მილიონ 600 ათასზე მეტი ინფიცირებული და 721 ათასი განკურნებული - როგორია ვითარება მსოფლიოში

23 აპრ 202010:19
3 წუთის საკითხავი
 

ორ მილიონ 600-ს ათასზე მეტი ინფიცირებული, 184 ათასზე მეტი გარდაცვლილი და 721 ათასზე მეტი გამოჯანმრთელებული - ასეთია მსოფლიოში კოვიდ 19-ის პანდემიის ბოლო მონაცემები.  

მხოლოდ შეერთებულ შტატებში, გასული დღის განმავლობაში 2 ათას 341 ადამიანი დაიღუპა. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ ქვეყანაში 47 ათასს გადააჭარბა. პარალელურად, კალიფორნიელი მედიკოსები საუბრობენ იმაზე, რომ შეერთებულ შტატებში ვირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა რამდენიმე კვირით უფრო ადრე დაფიქსირდა, ვიდრე ამას აქამდე ვარაუდობდნენ.  

ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე კოვიდ-19-ის გავრცელება თებერვლის შუა რიცხვებში დაიწყო.

25 ათასს გადააჭარბა დაღუპულთა რაოდენობამ იტალიაში. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კოვიდ-19-ს აქ 437 ადამიანი ემსხვერპლა, თითქმის 4 ათასით გაიზარდა ინფიცირებულთა რაოდენობა.

დაავადებულთა რიცხვის სწრაფ კლებას არ ელოდებიან დიდ ბრიტანეთში. სპეციალურ ბრიფინგზე ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტებმა განაცხადეს, რომ სოციალური დისტანცირების ზომების შენარჩუნება სავარაუდოდ კიდევ დიდი ხმის განმავლობაში იქნება აუცილებელი.

საფრანგეთში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვმა 21 ათასს გადააჭარბა. დღის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით 544 ადამიანი გარდაიცვალა. 21 ათას გადააჭარბა დაღუპულთა რაოდენობამ ესპანეთშიც. პარლამენტის გადაწყვეტილებით საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 10 მაისამდე გახანგრძლივდა. 


close დახურვა