logo
ENG



2 სექტემბერს საქართველო-კოსოვოს საფეხბურთო მატჩი მაყურებლის გარეშე გაიმართება

24 აგვ 202113:59
3 წუთის საკითხავი
 
2021/08/24/3ox190y5ug99b87.jpg

2 სექტემბერს, ბათუმში დაგეგმილი საქართველოს და კოსოვოს ეროვნული ნაკრებების საფეხბურთო მატჩი მაყურებლის გარეშე გაიმართება. 

გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ მიიღო. 

"მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფარგლებში, 2 სექტემბერს, ბათუმში, ახალ სტადიონზე დაგეგმილი საქართველოს და კოსოვოს ეროვნული ნაკრებების საფეხბურთო მატჩი გაიმართება მაყურებლის გარეშე. იგივე მოხდება ყველა სხვა დაშვებულ ღონისძიებებზე", - თქვა საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ.


close დახურვა