დიდ ბრიტანეთში მაღაზიები იხსნება. ტანსაცმლის და ტექნიკის მაღაზიები კლიენტების მიღებას თითქმის 3-თვიანი პაუზის შემდეგ დღეს დაიწყებენ.
ქვეყნის ხელისუფლების შეფასებით, ეს კორონავირუსისგან გამოწვეული კრიზისის დასაძლევად გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია. აუცილებელ პირობად რჩება ორმეტრიანი სოციალური დისტანციის დაცვა. პირველი ივლისიდან ქვეყანაში ბაზრები და ავტოსალონებიც იხსნება.
კარანტინი დიდ ბრიტანეთში 23 მარტს გამოცხადდა.