logo
ENG



300-ლარიანი კომპენსაციის მისაღებად 1 დღეში 6 084 განაცხადი დარეგისტრირდა

05 დეკ 202012:06
3 წუთის საკითხავი
 

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ერთჯერადი 300-ლარიანი კომპენსაციის მისაღებად 1 დღეში 6 084 განაცხადი დარეგისტრირდა.

განაცხადების მიღება 3 დეკემბერს დაიწყო და 24 დეკემბრამდე გრძელდება. 

შემოსავლების სამსახურის ცნობით: 

სარეგისტრაციო განცხადება უნდა აიტვირთოს გადასახადის გადამხდელის, დამქირავებლისა და ობიექტის მფლობელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან https://eservices.rs.ge.

პირველადი განცხადების წარდგენა ხდება 3 დეკემბრიდან 24 დეკემბრის ჩათვლით, ხოლო წარდგენილი ინფორმაციის დაზუსტება, 28 დეკემბრის ჩათვლით იქნება შესაძლებელი.

შემოსავლების სამსახურში რეგისტრირებული თვითდასაქმებული პირები თავად წარმოადგენენ ელექტრონულ განაცხადს ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან, (იხილეთ შესაბამისი დანართი 1) ხოლო დასაქმებულებზე და არარეგისტრირებულ თვითდასაქმებულ სუბიექტებზე, ინფორმაციას, ასევე, ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან წარმოადგენენ  დამსაქმებლები ან/და დამქირავებლები/ობიექტის მფლობელები (იხილეთ შესაბამისი დანართი 2 ).

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მოუწოდებს გადამხდელებს და კომპანიების წარმომადგენლებს, მიზნობრივი სოციალური დახმარების სარგებლობისთვის უწყებას დადგენილ ვადებში მიაწოდონ ზუსტი ინფორმაცია.


close დახურვა