logo
ENG



3000 ლარით დაჯარიმებულ ტიტების გამყიდველს მოსახლეობამ 5000 ლარი შეუგროვა

15 აპრ 202010:49
3 წუთის საკითხავი
 

ბზობის დღესასწაულზე ტიტების გაყიდვისთვის დაჯარიმებულ მიშა ყარაულაშვილს მოსახლეობამ 5 000  ლარი შეუგროვა.

თელავში მცხოვრები 73 წლის მიშა ყარაულაშვილი,  რომელიც ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე ბზობის დღეს ტიტებს ყიდდა, 3000 ლარით დაჯარიმდა. როგორც დაჯარიმებული „რადიო თავისუფლებასთან“ ყვება, ტიტების გაყიდვა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ოჯახის წევრისთვის წამლის საყიდლად ფული აღარ ჰქონდა.

მისი თქმით,  სულ 9 ტიტა გაყიდა, თუმცა ახლა ჯარიმის სახით 3 ათასი ლარის გადახდა უწევს.  სოციალურ ქსელში ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, მოსახლეობამ ტიტების გამყიდველ მოხუცს 5 000 ლარი შეუგროვა, ხოლო ერთ-ერთმა იურისტმა სასამართლოში მისი უფლებების უსასყიდლოდ დაცვაც შესთავაზა.


close დახურვა