logo
ENG



300 ათასი გარდაცვლილი - როგორია ვირუსთან დაკავშირებული ვითარება მსოფლიოში

14 მაი 202009:53
3 წუთის საკითხავი
 

მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 300 ათასს მიაღწია. პანდემიით დაღუპულთა რაოდენობით კვლავ შეერთებული შტატები ლიდერობს, სადაც ფატალური შემთხვევების რიცხვმა 85 ათასს გადააჭარბა. ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში 1,772 ადამიანი გარდაიცვალა.

სამეულში გადაინაცვლა რუსეთმა, სადაც გასული დღე-ღამის განმავლობაში კოვიდ ინფექციით 96 ადამიანი გარდაიცვალა. 4 ათასამდე გაიზარდა გარდაცვლილთა რაოდენობა თურქეთში. ქვეყანაში, ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდ 19-ით 58 პაციენტი დაიღუპა.

რაც შეეხება ევროპას, საფრანგეთში პანდემიით დაღუპულთა რაოდენობამ 27 ათასს გადააჭარბა, თუმცა ინფიცირებისა და გარდაცვლილთა შემთხვევების რაოდენობით ესპანეთი, იტალია და დიდი ბრიტანეთი ლიდერობენ. 


close დახურვა