საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, 300-ლარიან დახმარებას სახელმწიფოსგან მიიღებენ მხოლოდ ის თვითდასაქმებული პირები, ვინც იურიდიული პირის გაცემულ ცნობას წარადგენს.
თამილა ბარკალაიას განცხადებით, ფიზიკურ პირებთან მომუშავე ადამიანები ვერ წარადგენენ ცნობას სამუშაო ადგილის შესახებ, მათი აღრიცხვაც სირთულეებთანაა დაკავშირებული.
„ფიზიკურ პირებთან მომუშავე პირები ვერ მიიღებენ, სამწუხაროდ, დახმარებას. ამის აღრიცხვა არის მსოფლიო მასშტაბით - ცნობა უნდა იყოს გაცემული იურიდიული პირის მიერ. თუ მუშაობდა, მაგალითად ტაქსის მძღოლად, იქნება საკმარისი რაიმე ამონაწერის და ლიცენზიის წარდგინება, თუმცა თუკი მუშაობდა მძღოლად რომელიმე ოჯახში, მაშინ ის დახმარებას ვერ მიიღებს", - განაცხადა თამილა ბარკალაიამ.
შეგახსენებთ, რომ გიორგი გახარიას მიერ წარდგენილი გეგმის თანახმად თვითდასაქმებული ადამიანები, ვინც სამუშაო ადგილები კორონავირუსის გამო დაკარგეს, სახელმწიფოს მხრიდან 300-ლარიან ერთჯერად დახმარებას მიიღებდნენ.