
საქართველოში კორონავირუსის პანდემიის გამო შეჩერებული შიდა ავიამიმოსვლა 15 ივნისიდან განახლდება. ინფორმაციას Vanilla Sky ავრცელებს.
კომპანია შიდა რეისებს შემდეგი მიმართულებებით აღადგენს: თბილისი-ბათუმი; ნატახტარი-მესტია; ნატახტარი-ამბროლაური.
ფრენების განრიგი მოგვიანებით გახდება ცნობილი.