logo
ENG



ბაგებში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით ბიზნესმენი მერაბ ხიდაშელი დააკავეს

04 ივნ 202017:25
3 წუთის საკითხავი
clock 507

ბაგებში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით ბიზნესმენი მერაბ ხიდაშელი დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით გუშინდელი სისხლიანი დაპირისპირება სწორედ ბიზნესის დანაწილებას უკავშირდება. დღეს ხიდაშელი დაკითხვაზე იმყოფებოდა. მას ბრალად ედება ჯგუფური ძალადობა. 

რაც შეეხება გუშინ მომხდარ ფაქტს, ცნობილია დაშავებულთა ვინაობაც - ირაკლი პაპავა და გიორგი წიკლაური.ამ დროისთვის მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა  დამაკმაყოფილებელია. ისინი ხეჩინაშვილის კლინიკაში მკურნალობენ. დაშავებულებიდან ერთ-ერთს ჭრილობა  წვივის, მეორეს კი ბარძაყის არეში აქვს მიყენებული. ორივე მათგანს გუშინ გვიან ღამით ჩაუტარდა ოპერაცია.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, სროლა იყო ბაგებში, სამხარაულის ექსპერტიზის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომლის შედეგადაც 2 ადამიანი დაშვადა. მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.


close დახურვა