logo
ENG



ჭიაბერაშვილი: ხაზარაძე-ჯაფარიძის წინააღმდეგ სახელმწიფო ეროვნულ ბანკთან ერთად ხელდასმით მოქმედებდა

04 ივნ 202017:49
3 წუთის საკითხავი
 

ეროვნული ბანკის 2019 წლის ანგარიში განიხილა პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტმა. დეპუტატებს შეკითხვები ლარის კურსზე, მოქალაქეების მძიმე ეკონომიკურ ვითარებაზე და საბანკო ვალდებულებების გადავადებაზე ჰქონდათ.

„ევროპული საქართველოს“ წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე ეკონომიკის დასუსტებაში დაადანაშაულა, ამის მიზეზად კი დედოლარიზაცია დაასახელა. მისი განცხადებით, მოსახლეობას არანაირი სურვილი არ აქვს დოლარის გარდა, სხვა ვალუტაში შეინახოს ფული.

ჭიაბერაშვილმა „თიბისი“ ბანკის საქმეზე და ანაკლიის პორტის ჩავარდნაზეც ისაუბრა. მისი თქმით „თიბისი“ ბანკის საქმემ გასულ წელს ეკონომიკას სერიოზული ზიანი მიაყენა. მისივე განცხადებით, „თიბისი“ ბანკის და ხაზარაძე-ჯაფარიძის წინააღმდეგ სახელმწიფო ეროვნულ ბანკთან ერთად ხელდასმით მოქმედებდა.

„თქვენ და მთავრობა ასუსტებდით ეკონომიკას და ყველა პატარა პრობლემაც კი გამოწვევებით სავსე 2009 წელთან გვაყენებს და ამ დასუსტების ნაწილია დედოლარიზაცია, რომელზედაც თქვენ ილაპარაკეთ. მე ვერ წარმომიდგენია თქვენ დღეს აიძულოთ მოსახლეობა სხვა რამეში გარდა დოლარისა შეინახოს დანაზოგი იმ პირობებში, როდესაც სრულიად წარმოუდგენელია რა იქნება ხვალ და ზეგ.

სპეციალურად ჩავხედე ფულის გათეთრების თავს. მაინტერესებდა „თი ბი სი“ ბანკზე იქნებოდა თუ არა რამე ნათქვამი. იმიტომ რომ გასული წლის ყველზე მთავარი პრობლემა რამაც ჩვენს ეკონომიკას მართლაც სერიოზულად დაარტყა, მის საერთაშორისო იმიჯს და მათ შორის საინვესტიციო კლიმატს, იყო ზუსტად ის მოვლენები, რაც მოგონილი ფულის გათეთრების საქმით, თიბისი ბანკის, ხაზარაძისა და ჯაფარიძის წინააღმდეგ დაიწყო რამდენიმე სახელმწიფომ კოორდინირებულად და მათ შორის ეროვნული ბანკის ხელდასმით. ნახსენები აქ ეს არ არის და ალბათ მნიშვნელოვანი იქნება, დღესაც განუმარტოთ საზოგადოებას, მიგაჩნდათ თუ არა სწორად ეროვნული ბანკის პოლიტიკა, რამაც ანაკლიის პორტის ჩავარდნა გამოიწვია“, - განაცხდა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.


close დახურვა