logo
ENG



ჭიაბერაშვილის თქმით, ენმ-ის თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობაზე ფიქრი შეწყვიტა

30 ნოე 202201:00
3 წუთის საკითხავი
clock 857
2022/11/30/djsw8y4s70z7q3x.png

ზურაბ ჭიაბერაშვილი ამბობს, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობაზე ფიქრი შეწყვიტა. ამის შესახებ მან მთავარი არხის ეთერში ისაუბრა.

ჭიაბერაშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებულმა ბოლო ცნობებმა "აბსოლუტურად მეათეხარისხოვანი გახადა თავმჯდომარის არჩევნებიც და ყველა სხვა დანარჩენი საკითხიც".

"დღევანდელი სიტუაცია, ბოლო 2 დღეში, ამ უმძიმესმა მდგომარეობამ რაც ვიცით პრეზიდენტ სააკაშვილის შესახებ, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად მეათეხარისხოვნად აქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის არჩევნებიც და ყველა დანარჩენი საკითხიც.

მივმართავ ყველას, კიდევ ერთხელ თავმჯდომარეობის საკითხს რომ დავუბრუნდე, შევწყვიტე ფიქრი, არ არის ახლა ირონიის დრო, შევწყვიტე ფიქრი, დაწყნარდით, არავის სკამს საფრთხე არ ემუქრება, მაგრამ ვისაც გინდათ ლიდერობა, ერთმანეთს დაურეკეთ და ხვალ დაენახეთ ხალხს. აჩვენეთ, რომ პარტია არ გაიხლიჩება, რომ არჩევნები როგორც არ უნდა დამთავრდეს, გამარჯვებული დამარცხებულს და დამარცხებული გამარჯვებულს გაუწვდის ხელს", - თქვა ჭიაბერაშვილმა.

27 ნოემბერს ზურაბ ჭიაბერაშვილმა ფორმულას ეთერში თქვა, რომ ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობის არჩევნებში მონაწილეობაზე უფიქრია.

***

9 ნოემბერს ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში შიდა პარტიული არჩევნები, მათ შორის ახალი თავმჯდომარის არჩევა მოითხოვეს. იმავე დღეს პარტიის მოქმედმა თავმჯდომარემ ნიკა მელიამ არჩევნებში მონაწილეობაზე მზადყოფნა გამოთქვა, თუმცა აღნიშნა, რომ ამ საკითხზე თანაგუნდელებმა "ნაჩქარევი განცხადება გააკეთეს".

საკუთარი კანდიდატურები დააყენეს გიორგი ჩალაძემ და გიორგი მუმლაძემაც. 16 ნოემბერს მონაწილეობის სურვილი გამოთქვა ლევან ხაბეიშვილმაც და გამოვიდა ინიციატივით, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით შეიქმნას შტაბი, რომელსაც გიორგი ჩალაძე უხელმძღვანელებს. მოგვიანებით ჩალაძემ კანდიდატურა მოხსნა.


close დახურვა