კორონავირუსის პანდემიის შემდეგ ვერსალის სასახლე კვლავ დამთვალიერებელს ელის. მე-17 საუკუნეში აგებული საფრანგეთის მეფეების სასახლე დღეიდან იხსნება, თუმცა ახალი რეგულაციებით.
ვიზიტორები ვალდებულები არიან, პირბადე ეკეთოთ და 2300-ოთახიან კომპლექსში მხოლოდ ცალმხრივი მიმართულებით იმოძრაონ.
ტურისტებს შორის ვერსალის სასახლე საფრანგეთში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილია, თუმცა ადმინისტრაცია ვარაუდობს, რომ პანდემიის პირობებში ყველაზე დატვირთულ დღეებში 20 ათასი ვიზიტორის ნაცვლად მხოლოდ მეხუთედის მასპინძლობას შეძლებენ.