გერმანიის ბუნდესლიგის მოთამაშეებმა რასობრივი დისკრიმინაციის წინააღმდეგ გამართული აქციებისადმი სოლიდარობა გამოხატეს.
დორტმუნდის „ბორუსიისა“ და ბერლინის „ჰერტას“ თამაშის დაწყებამდე, სოლიდარობის ნიშნად ფეხბურთელებმა მოედანზე დაიჩოქეს.
კორონავირუსის პანდემიის გამო, თამაშს გულშემატკივრები არ ესწრებოდნენ, თუმცა მას თვალს ათასობით ადამიანი ადევნებდა.