logo
ENG



ჩხარტიშვილი: შოთაძისგან მოვითხოვთ კალაძის, საკრებულოს და მერიის მაღალჩინოსნების საქმეების გამოძიებას

09 ივნ 202015:09
3 წუთის საკითხავი
 

გარემოს დამცველები საკრებულოსთან არიან შეკრებილები და დიღმის ჭალების მომავალზე განმარტებებს ითხოვენ. ისინი აპირებენ გენერალურ პროკურატურას საერთო საჩივრით მიმართონ და მოითხოვონ, რომ კახა კალაძის და საკრებულოს მაღალჩინოსნის მიმართ საგამოძიებო ორგანომ მუშაობა დაიწყოს და საქმე აღიძრას. მათ აქვთ ეჭვი, რომ დედაქალაქის მასშტაბით რეკრეაციულ ზონებში მთავრობა ნებართვებს უკანონოდ გასცემს და ამით ეკოსისტემას ანადგურებს.

გარემოსდამცველები თბილისის საკრებულოს სხვა წევრების გამოხმაურებას ელოდებიან. მათ იმედი აქვთ, რომ საჩივარს ოპოზიციური პარტიებიდანაც შეუერთდებიან და ერთობლივი დოკუმენტი რამდენიმე საათში მთავარ პროკურატურაში შევა.

„გენერალური პროკურორისგან მოვითხოვთ კახი კალაძის, თბილისის საკრებულოს და მერიის მაღალჩინოსნების საქმეების გამოძიებას, რომელიც ეხება ჩვენი სასიცოცხლო სივრცის გარემოს განადგურებას, კონკრეტული მოტივების გამო.

ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ამის ხელშემწყობი და განმახორციელებელი არის კალაძე და მრავალი მაღალჩინოსანი. ვაძლევთ ერთ საათიან ვადას საკრებულოს წევრებს ამ საჩივართან შემოერთებისაკენ“, - განაცხადა ლაშა ჩხარტიშვილმა.



close დახურვა