logo
ENG



თბილისის საკრებულოს თავმჯდომარედ ისევ გიორგი ტყემალაძე აირჩიეს

03 დეკ 202112:30
3 წუთის საკითხავი
 

თბილისის მე-7 მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარედ, ქართული ოცნების წევრი, გიორგი ტყემალაძე აირჩიეს. 

ტყემალაძის მოადგილეები გიორგი ახვლედიანი, თინათინ ნიბლოშვილი და ზურაბ აბაშიძე გახდნენ. 

აღსანიშნავია, რომ საკრებულოში ყველა თანამდებობას ისევ ქართული ოცნების წევრები დაიკავებენ. პირველ სხდომაზე პროცედურულ საკითხებს განიხილავენ. ამასთან, სხდომა ნაციონალური მოძრაობის და გიორგი გახარიას პარტიის წევრებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს. 

თბილისის საკრებულოში მანდატები ასე ნაწილდება: ქართული ოცნება - 29 დეპუტატი, ნაციონალური მოძრაობა - 13, საქართველოსთვის - 4, ლელო - 2, ერთი დეპუტატი კი ანა დოლიძის პარტიიდან ხალხისთვის. 

ცნობისთვის, დღეს ახალი მოწვევის საკრებულოები ყველა ქალაქში პირველ სხდომას მართავენ.

 

 

close დახურვა