„რუსეთის აგრესია და პუტინის მარტიონეტები, მათ შორის საქართველოში, უნდა შეაჩერო,“ - ამის შესახებ განცხადება აშშ-ის კონგრესის რესპუბლიკელი წევრი მარკუეინ მალინი „ტვიტერის“ გვერდზე წერს, რითიც კონგრესის წარმომადგენლობითი პალატის რესპუბლიკური პარტიის წევრებისგან შემდგარი სამუშაო ჯგუფის ანგარიშს გამოეხმაურა.
"ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია მოიცავს უმკაცრეს სანქციებს რუსეთის მიმართ, რომელიც ოდესმე ამოქმედებულა"-წერს მაკრუეინ მალინი.
აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლობითი პალატის რესპუბლიკური პარტიის წევრებისგან შემდგარმა სამუშაო ჯგუფმა ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც საქართველოზეც არის საუბარი. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ივანიშვილი რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დესტაბილიზაციაშია ჩართული.