logo
ENG



გიორგი გახარია:15 ივნისიდან ვხსნით შიდა ტურიზმს, ეს სწორი გადაწყვეტილებაა

11 ივნ 202011:12
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით 15 ივნისიდან იხსნება შიდა ტურიზმი, რაც ტურისტულ სექტორს საშუალებას აძლევს სწრაფად აღადგინონ საქმიანობა. 

პრემიერ-მინისტრი მოქალაქეებს და ბიზნეს სექტორს მოუწოდებს დაიცვან რეკომენდაციები და უკიდურესი სიფრთხილე გამოიჩინონ, რადგან ვირუსი ჯერჯერობით დამარცხებული არ არის.

„15 ივნისიდან ვხსნით შიდა ტურიზმს, ეს სწორი გადაწყვეტილებაა, რაც ქვეყნის შიგნით უფრო მეტი მოგზაურობის შესაძლებლობას აძლევს ჩვენს მოქალაქეებს. ტურისტულ სექტორს ეძლევა შესაძლებლობა, რომ უფრო სწრაფად აღადგინონ საქმიანობა, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა ავღნიშნო, რომ თითოეულ ჩვენგანს და ბიზნესოპერატორსაც მართებს უკიდურესი სიფრთხილე.

"დღეის მდგომარეობით ევროკავშირიშიც არ არის საბოლოოდ მიღებული გადწყვეტილება, როგორ მოხდება შიდა გადაადგილება, ან როგორ მოხდება მესამე ქვეყნებთან ტურისტული ნაკადების მართვის თვალსაზრისით ევროკავშირის მიდგომა ამ გადაწყვეტილებებს ველოდებით და ამის შემდგომ უკვე გადავწყვეტთ იმ ორმხრივი მწვანე ზონების თაობაზე შეთანხმებების ამოქმედების ეტაპობრივობას, რომლებზეც აქტიურად მუშაობს, როგრც საგარეო საქმეთა სამინისტრო, ასევე ჯანდაცვის სამინისტრო“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.


close დახურვა