logo
ENG



ქანთარია: ბესელიას და ოხანაშვილს სამოგზაუროდ წასვლა არ აწყენდათ, ან ერთი ჩამოვა ან ორივენი შეთანხმდებიან

11 ივნ 202016:34
3 წუთის საკითხავი
 

ქართული ოცნების წარმომადგენელი ნუკრი ქანთარია ეკა ბესელიასა და ანრი ოხანაშვილის დაპირისპირებას ეხმიანება. მისი განცხადებით, ეკა ბესელიას და ანრი ოხანაშვილს სამოგზაუროდ წასვლა არ აწყენდათ.

„2 დღეა ვუყურებ ბატონი ანრის და ქალბატონი ეკას პაექრობას. მიჩნდება აზრი, რომ კარგი იქნება ორივენი ერთად სამოგზაუროდ თუ წავლენ. იქიდან ან ერთი ჩამოვა ან ორივენი შეხმატკბილებულები და შეთანხმებულები ჩამოვლენ“,- განაცხადა ქანთარიამ. 


close დახურვა