კოვიდ-19-ით შექმნილი ეკონომიკური გამოწვევების ფონზე გატარებული და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ, შემოსვლების სამსახურის უფროსმა ლევან კაკავამ თურქეთის ვაჭრობის მინისტრის მოადგილესთან რიზა თუნა თურაგაისთან ვიდეოკონფერენცია გამართა.
კაკავას თქმით, მნიშვნელოვანია ის, რომ თურქეთ-ირანის საბაჟო გამშვები პუნქტის დროებით დახურვის გამო, შუა აზიაში მიმავალი სატვირთო ავტოტრანსპორტი საქართველოს გავლით მოძრაობს.
