logo
ENG



30 აპრილიდან სამგზავრო მატარებელს კოპიტნარის გაჩერება დაემატება

22 აპრ 202211:40
3 წუთის საკითხავი
 
2022/04/22/oymnnapxs8rjxw2.jpg

საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, სამგზავრო მატარებლებს 30 აპრილიდან ახალი გაჩერება დაემატება. კოპიტნარში, ქუთაისის აეროპორტთან დამაკავშირებელი რკინიგზის განახლებული სადგური მგზავრებს საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან მიიღებს.

მათივე თქმით, კოპიტნარის სადგურიდან ქუთაისის აეროპორტში მისასვლელად, მგზავრებს დაახლოებით 5 წუთი დასჭირდებათ.

ამასთანავე, ქუთაისის აეროპორტი სპეციალურად გამოყოფილი ტრანსპორტით, მგზავრების აეროპორტში გადაყვანას უზრუნველყოფს.

„მატარებლის ბილეთის ღირებულება ქუთაისის აეროპორტამდე ტრანსპორტირებას მოიცავს. შეგახსენებთ, რომ კოპიტნარში, ქუთაისის აეროპორტთან დამაკავშირებელ რკინიგზის სადგურს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა.  განახლებული სადგური თანამედროვე სტანდარტებს პასუხობს და  შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების საჭიროებებზე არის მორგებული. კოპიტნარის მიმართულებით ბილეთების გაყიდვა 29 აპრილიდან დაიწყება. ბილეთების შეძენა შესაძლებელი იქნება საქართველოს რკინიგზის სალაროებში, კომპანიის ვებ-გვერდის, სწრაფი გადახდის აპარატებისა და რკინიგზის პარტნიორი კომპანიების ვებ-გვერდების მეშვეობით“, - აცხადებენ საქართველოს რკინიგზაში.


close დახურვა