logo
ENG



30 იანვარს თბილისი–სენაკი–ლესელიძის გზის მონაკვეთზე მოძრაობა რამდენჯერმე შეიზღუდება

29 იან 202519:01
3 წუთის საკითხავი
 
2025/01/29/g1i71rp77fm2n4r.jpg

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, 30 იანვარს, თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის მონაკვეთზე, 03:00 საათიდან 05:00 საათამდე პერიოდში, ავტოტრანსპორტის მოძრაობა რამდენჯერმე შეიზღუდება.

"საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის მე-16 კმ-ზე მდინარე მტკვარზე (ესტაკადა) არსებული სახიდე გადასასვლელის გამოკვლევა-გამოცდის სამუშაოების წარმოების მიზნით, 2025 წლის 30 იანვრის 03:00სთ-დან 05:00სთ-მდე პერიოდში, აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება რამდენჯერმე 10-15 წუთიანი ინტერვალებით", - წერია განცხადებაში.

 

close დახურვა