ხვალ, 30 სექტემბერს პუტინი ხელს მოაწერს შეთანხმებებს ანექსირებული ტერიტორიების რუსეთის ფედერაციასთან შეერთების შესახებ. ამის შესახებ განაცხადა კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა.
"ხვალ გეორგიევსკის დარბაზში, 15:00 საათზე გაიმართება რუსეთის ფედერაციაში ახალი ტერიტორიების შესვლის შესახებ შეთანხმებების ხელმოწერა. იქნება პუტინის მოცულობითი გამოსვლა", - განაცხადა პესკოვმა.
27 სექტემბერს უკრაინაში რუსეთის მიერ ოკუპირებულ ოთხ ტერიტორიაზე ე.წ. რეფერენდუმები დასრულდა. მოსკოვის მტკიცებით, ადგილობრივებმა რუსეთთან შეერთებას დაუჭირეს მხარი. საუბარია დონეცკის, ლუჰანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებზე.
უკრაინა და დასავლეთი არალეგიტიმურ რეფერენდუმს არ აღიარებს და მას ფარსს უწოდებს.