დედაქალაქის ცენტრში ქავთარაძის ქუჩაზე სპეცოპერაცია ცოტა ხნის წინ დამთავრდა. სპეცოპერაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ხელმძღვანელობდა. დაკავებული სუს-ის შენობაში არის გადაყვანილი, ის ჩეჩენი ეროვნებისაა და სავარაუდოდ ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს.
ადგილობრივების ინფორმაციით, ბინის ჩხრეკის დროს სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლებმა ნარკოტიკული ნივთიერებები ამოიღეს.
დაკავებულს ბინა „Green Town“-ის კომპლექსში ჰქონდა ნაქირავები. „Green Town“-ის საცხოვრებელი კომპლექსის დაცვამ განაცხდა, რომ დაკავებული მამაკაცი დაახლოებით 4 თვის განმავლობაში ცხოვრობდა ქავთარაძის ქუჩაზე.
სპეცოპერაცია ქავთარაძის ქუჩაზე დაახლოებით 4 საათის განმავლობაში გრძელდებოდა.
ამ დრომდე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია, თუმცა წინასწარი ინფორმაციით სპეცოპერაცია ნარკოდანაშაულს უკავშირდება.