logo
ENG



ლიბანში მასშტაბური არეულობა გრძელდება

13 ივნ 202014:32
3 წუთის საკითხავი
 

ორი ღამეა, ლიბანში მასშტაბური არეულობა გრძელდება. მოსახლეობა ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ კრიზისსა და ხელისუფლების უმოქმედობას აპროტესტებს.

ეროვნული ვალუტის ღირებულება ოქტომბრის შემდეგ რეკორდულად დაეცა და 70 პროცენტით გაუსაფურდა, თუმცა კორონავირუსის პანდემიის დროს ფინანსური კრიზისი კიდევ უფრო გამწვავდა.

ბეირუთისა და ტრიპოლის ქუჩებში გამოსულმა დემონსტრანტებმა სამართალდამცველებს ქვები და ხელნაკეთი ასაფეთქებლები დაუშინეს, დაწვეს საბურავები, დაარბიეს ბანკები და მაღაციებიც. პოლიციამ მომიტინგეების შესაჩერებლად ცრემლმდენ გაზსა და რეზინის ტყვიებს იყენებს.


close დახურვა