logo
ENG



სუს-ის გამოძიების მიზანი ბუნდოვანია - თამთა მიქელაძე

16 ივნ 202017:24
3 წუთის საკითხავი
 

ეთნიკური შუღლის გაღვივებაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაკითხვაზე ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის იურისტი თამთა მიქელაძე იმყოფება.

თამთა მიქელაძე არათანაბარ მიდგომებზე საუბრობს - მისი თქმით, ეთნიკური უმცირესობები ხშირად არიან ულტრაკონსერვატორების სამიზნე. სახელმწიფო ნაცვლად იმისა, რომ დაინტერესდეს პრობლემებით, პრობლემად აღიქვამენ თავად ეთნიკურ უმცირესობებს.

თამთა მიქელაძის თქმით, ამ ქმედებების მიზანი სამოქალაქო აქტივისტების შესუსტებაა და მათზე ზეგავლენის ქონა, რათა შეწყვიტონ საქმიანობა.

​„პროცესებთან უშუალო კავშირი არ გვქონია და ვერ ვხვდებით, რა შეიძლება იყოს საინტერესო თუნდაც ჩემი მხრიდან. რასაც ვაკეთებთ, რასაც ვწერთ, არის საჯარო და სუს-ს ნებისმიერ დროს შეუძლია, გაეცნოს. გამოძიების მიზანია ბუნდოვანი. რა საჯარო ლეგიტიმურ მიზანს იცავს გამოძიება, ბუნდოვანია. როგორც სხვა აქტივისტების მიმართ მოხდა, შესაძლოა იგივეს ჰქონდეს ადგილი, როცა მოხდა მათი საქმიანობის შემოწმება", - აცხადებს თამთა მიქელაძე.


close დახურვა