ვარკეთილის ბაზრობაზე ხანძრის შედეგად დაზარალებული მოვაჭრეები ბაზრობის ადმინისტრაციასა და მთავრობას ულტიმატუმს უყენებენ . ისინი ზარალის სრულად ანაზღაურებას ითხოვენ.
მოვაჭრეები კვლავ ვერ ახერხებენ ტერიტორიაზე შესვლასა და ზარალის დათვლას. მოვაჭრეები ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს და აქციისთვის ემზადებიან.
„ვინც შედის, მაგათი კაცია, ის საჩვენოს არაფერს ლაპარაკობს. შეიყვანონ აგერ ჩვენიდან ვინმე. გვინდა პასუხები, რას გვპირდებიან. რომ არ გაიყიდება ეს ტერიტორია - არის ჭორის, რომ სავაჭრო კომპლექსის აშენება უნდათ", - ამბობენ მოვაჭრეები.
„ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე, ლაშა ჩხარტიშვილი მოუწოდებს სახელისუფლებო ძალებს, დროულად დაეხმარონ დაზარალებულებს.
„გუშინ მისცა მათ მოსახლეობამ ვადა - გამოვიდნენ საჯაროდ უწყებების წარმომადგენლები და თქვან, ვინ როგორ აუნაზღაურებთ მათ ზარალს", - ამბობს ლაშა ჩხარტიშვილი.
თბილისის მერის მოადგილე, ილია ელოშვილი აცხადებს, რომ დაზარალებულებს ზარალი აუცილებლად აუნაზღაურდებათ.
„ნაწილი საქონლის გადარჩენილია - ექსპერტ-კრიმინალისტები შეაფასებენ ამას. სადაზღვევო კომპანია აუნაზღაურებს ამ ზარალს. საბუთები არაა დამწვარი. ადმინისტრაცია გვპირდება, რომ მოხდება ბაზრობის აღდგენა", - ამბობს ილია ელოშვილი.
შეგახსენებთ, რომ ვარკეთილის შერეული ბაზრობა 15 ივნისს დაიწვა - გამოძიება ჯერ კიდევ მიმდინარეობს.