ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტი დონალდ ტუსკი საქართველოს ხელისუფლებას 8 მარტის შეთანხმების შესრულებისა და „მთავარი არხის“ მეწილის, გიორგი რურუა გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.
როგორც ტუსკი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე წერს, ევროპის სახალხო პარტია რურუას პატიმრობაში ყოფნის გამო შეშფოთებულია.
„ევროპის სახალხო პარტია მიესალმება საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის 8 მარტს მიღწეულ შეთანხმებას, როგორც პოლარიზაციის შემცირების შესაძლებლობას. ჩვენ კვლავ შეშფოთებულები ვართ იმ ფაქტით, რომ გიორგი რურუა ციხეში იმყოფება. ჩვენ მოვითხოვთ 8 მარტის შეთანხმების სრულად განხორციელებას და გიორგი რურუას გათავისუფლებას“, - წერს დონალდ ტუსკი.