logo
ENG



მოწმეები ადასტურებენ, რომ რურუას მიერ აქციაზე იარაღის ტარება საღ აზრს ეწინააღმდეგება - ადვოკატი

18 ივნ 202008:04
3 წუთის საკითხავი
 

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს "მთავარი არხის" მეწილის, გიორგი რურუას საქმის განხილვა გაგრძელდება.

პროცესზე დაცვის მხარის მოწმეები დაიკითხებიან. რურუას ადვოკატის, შალვა შავგულიძის განცხადებით, მოწმეები ადასტურებენ, რომ რურუას მიერ აქციაზე იარაღის ტარება საღ აზრს ეწინააღმდეგება, რადგან აქციის მონაწილეებს ხშირად აკავებდნენ, რასაც თან მათი ჩხრეკა ახლდა.

ადვოკატი დარწმუნებულია, რომ რურუა პოლიტიკური პატიმარია და ეჭვი არ ეპარება, საბოლოოდ მისი უდანაშაულობა დაუმტკიცდება. 

"ყველა მოწმე ერთნაირად აღნიშნავს, რომ უბრალოდ წარმოუდგენელია და დაუშვებელია, რომ რურუა იქ უკანონო მფლობელობაში, ცეცხლსასროლი იარაღით ყოფილიყო. გიორგი რურუას ბრალდებას სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია და ეს უტყუარად მიუთითებს იმაზე, რომ ეს საქმე არის პოლიტიკურად მოტივირებული, რომ გიორგი რურუა ამ ხელისუფლების პოლიტიკური პატიმარია", - განაცხადა შალვა შავგულიძემ. 


close დახურვა