logo
ENG



კარპენტერი: თუ არჩევნები არ იქნება თავისუფალი და სამართლიანი, განვაგრძობთ ზომების მიღებას

01 ოქტ 202423:03
3 წუთის საკითხავი
 
2024/10/01/rgz8fcs1fx0zuzi.jpg

თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს ევროპის მიმართულების ხელმძღვანელი მაიკლ კარპენტერი ამბობს, რომ ქართული ოცნების ხელისუფლება საქართველოს ევროინტეგრაციიდან 180 გრადუსით აშორებს.

ეს განცხადება მან ვარშავის უსაფრთხოების ფორუმზე, ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის ხატია დეკანოიძის კითხვის პასუხად გააკეთა, რომელიც ბიძინა ივანიშვილის მმართველობასა და მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებს ეხებოდა. 

მაიკლ კარპენტერის თქმით, თუ ქართული ოცნება გააგრძელებს სამოქალაქო საზოგადოებისთვის ძირის გამოთხრას, თუ არჩევნები არ იქნება თავისუფალი და სამართლიანი - განაგრძობენ ზომების მიღებას მათ მიმართ, "ვინც არღვევენ დემოკრატიულ ნორმებს". 

"რასაც ამჟამად აკეთებს ქართული ოცნების ხელისუფლება საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციიდან 180 გრადუსით დაშორებაა. თუ ისინი გააგრძელებენ ამ გზას - სამოქალაქო საზოგადოებისთვის ძირის გამოთხრას, ფუნდამენტური თავისუფლებების დარღვევას, უცხოელ აგენტებზე კანონის აღსრულებას და თუ არჩევნები არ იქნება თავისუფალი და სამართლიანი, ისინი ევროკავშირსა და NATO-ში მალე არ შევლენ და ჩვენ განვაგრძობთ ზომების მიღებას, რომლებიც გვაქვს ჩვენი სავიზო პოლიტიკისა და გლობალური მაგნიტსკის სანქციების მიმართ, რომლებიც ეკისრებათ მათ, ვინც არღვევენ დემოკრატიულ ნორმებს.

არ შეიძლება იყოს ამხელა უფსკრული ქართველი ხალხის ევროატლანტიკური მომავლის მისწრაფებასა და იმას შორის, რასაც ამჟამად ხელისუფლება აკეთებს. მინდა, ვიყო აბსოლუტურად მკაფიო. ის, რასაც ადგილზე ვხედავთ, მიუღებელია", - ამბობს მაიკლ კარპენტერი. 


close დახურვა