logo
ENG



რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია საარჩევნოდ დაანონსდა, თუმცა ის მხოლოდ დაპირებად დარჩა - შუშანია

18 ივნ 202012:23
3 წუთის საკითხავი
 
8ic3eid13qye91q.png

"ნაციონალური მოძრაობა" ქუთაისში ჩავარდნილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს ხელისუფლების მიზანმიმართულ ქმედებას უკავშირებს.

ორგანიზაციის წევრის გიგა შუშანიას განცხადებით, ხელისუფლებამ რიონისპირა სახლების პროექტის ტენდერი შეაჩერა, რითიც კიდევ ერთხელ აჩვენა, რამდენად უმნიშვნელოა მათთვის ქუთაისი.

შუშანიას თქმით, რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია მერიამ საარჩევნოდ დააანონსა, თუმცა ის მხოლოდ დაპირებად დარჩა, ისევე როგორც სხვა პროექტები. 

 


close დახურვა