პარლამენტის თავმჯდომარე 8 მარტის შეთანხმების ფასილიტატორებს ხვდება. არჩილ თალაკვაძესთან შეერთებული შტატების, ევროკავშირისა და გერმანიის ელჩები იმყოფებიან. დიპლომატები განცხადებებს შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთებენ.
კვირას ჩაინიშნება სხდომა და საგანგებო სხდომაზე დამტკიცდება საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტი.
გია ვოლსკის განცხადებით, არსებობს იმის რისკი, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტი ჩავარდეს და ვერ მოგროვდეს საჭირო ხმების რაოდენობა. ვოლსკი დონალდ ტუსკის მიერ გაკეთებულ განცხადებასაც ეხმიანება და ამბობს, რომ გიორგი რურუა განცხადებაში, როგორც პოლიტიკური ლიდერი, ისე მოიხსენიება.
„სახალხო პარტია და მისი წევრი "ნაციონალური მოძრაობა" და მათი განშტოებები ერთი დიდი პოლიტიკური გუნდია. ეს განცხადებები იქნება მუდმივად, განსაკუთრებით ტუსკის განცხადებას უნდა მივაქციოთ ყურადღება. ის არათუ წევრია ევროპის სახალხო პარტიის, არამედ თავმჯდომარეა. გიორგი რურუა განცხადებაში მოიხსენიება, როგორც პოლიტიკური პარტიის ლიდერი. მე არ მგონია, ტომ თვითონ ასე განსჯიდეს თავის თავს. ველოდები როდის იტყვიან, პარტიები, რომ გიორგი რურუა პარტიულ ლიდერს წარმოადგენს.
"როცა ყველა პარტია არ ღებულობს კენჭისყრაში მონაწილეობას, ეს მინიმალური ხმების უპირატესობა ყოველთვის საფრთხილოა და 100-პროცენტიან გარანტიას ვერავინ ვერ დადებს. მთელი პასუხისმგებლობა იქნება, იმ პოლიტიკურ ჯგუფებზე, რომლებიც არ მიიღებენ ამ კენჭისყრაში მონაწილეობას“, - განაცხდა გია ვოლსკიმ.