
„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ საზოგადოებრივი კვლევის შედეგებს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, საქართველოს პარლამენტის მიერ ჩაგდებული საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ, გამოკითხულთა 64% ინფორმირებული იყო ამ ამბის შესახებ. ამავე 64%-ის ⅔-ზე მეტი მხარს უჭერს ქვეყანაში პროპორციული სისტემის არსებობას.
გამოკითხული მოსახლეობის 12 % ფიქრობს, რომ პროპორციული სისტემის არსებობა საჭირო არ არის.
11 პროცენტისთვის მნიშვნელობა არ აქვს იქნება თუ არა პროპორციული საარჩევნო სისტემა, ხოლო არ ვიცი/უარი 9 პროცენტმა დააფიქსირა.
საზოგადოებრივი აზრის კვლევა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ დაკვეთით „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა“ (CRRC) 2020 წლის 27 თებერვლიდან 18 მარტამდე პერიოდში ჩაატარა და მთელი ქვეყნის მასშტაბით 1,763 ადამიანი გამოკითხა. კვლევის საშუალო ცდომილება 2.2 პროცენტული პუნქტია.