„მთავარი არხის“ ტელეწამყვანის, გიორგი გაბუნიას შესაძლო ლიკვიდაციის საქმის პროკურორის მაია სილაგაძის განცხადებით, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ის ნიკა გვარამიასა და გიორგი გაბუნიას დაკითხვის შინაარსზე ვერ ისაუბრებს.
როგორც პროკურორმა აღნიშნა, გამოძიება ჟურნალისტის შესაძლო ლიკვიდაციის საქმესთან დაკავშირებით ამ დრომდე მიმდინარეობს.
"მასთან რა თქმა უნდა გვექნება არაერთი კითხვა, თუმცა კითხვების შინაარსზე, მტკიცებულებების შინაარსზე გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, რომ დადგინდეს სიმართლე, ვერ ვისაუბრებ. გვქონდა გარკვეული კითხვები გიორგი გაბუნიასთან. რა თქმა უნდა პასუხები გაგვცა, მაგრამ სხვა შინაარსობრივ მხარეზე ვერ ვისაუბრებთ“, - აღნიშნა სილაგაძემ.