logo
ENG



უნდა დატოვოს თუ არა იუსტიციის საბჭო ანა დოლიძემ - ყოფილი მოკავშირეები დაპირისპირებულ მხარედ იქცნენ

19 ივნ 202020:40
3 წუთის საკითხავი
 

ყოფილი მოკავშირეები დაპირისპირებულ მხარეებად იქცნენ - ანა დოლიძისა და ნაზი ჯანეზაშვილის ურთიერთბრალდებებს საზოგადოება ახალი პოლიტიკური პლატფორმის ჩამოყალიბების ფონზე ისმენს. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ამბობს, რომ დოლიძე პოლიტიკური საქმიანობით კანონს არღვევს. ჯანეზაშვილის მიერ ამ საკითხის გააქტიურებას და კითხვის დასმას დაფინანსების თაობაზე თავად დოლიძისა და მისი ახალი მოკავშირეების მხრიდან ჯანეზაშვილზე თავდასხმა მოჰყვა.

საბჭოს არამოსამართლე წევრს ახლა ოპონენტები სასამართლოს იმ კლანთან აკავშირებენ, რომლის გადაცდომების გასაჯაროება თავად დაიწყო. ჯანეზაშვილის პოზიციებს არასამთავრობო ორგანიზაციები ამყარებენ, ანა დოლიძეს კი მოკავშირეები და ჯანეზაშვილის მიერ მხილებული თამარ ჩუგოშვილი ემხრობა. ნაზი ჯანეზაშვილი ანა დოლიძის შემდეგ პარლამენტის ყოფილ ვიცე-სპიკერ თამარ ჩუგოშვილს დაუპირისპირდა. ჯანეზაშვილმა ჩუგოშვილი მის საქმიანობაში ჩარევაში დაადანაშაულა. თავად ანა დოლიძე საბჭოდან წამოსვლას არ აპირებს.

ანა დოლიძისა და თამარ ჩუგოშვილის მისამართით გაკეთებული ბრალდებების მიღმა დოლიძის თანამოაზრეები ქართული ოცნების კვალს ხედავენ. უნდა დატოვოს თუ არა არამოსამართლე წევრმა იუსტიციის უმაღლესი საბჭო პოლიტიკური პლატფორმის შექმნის შემდეგ, ალეკო ელისაშვილის აზრით, თავად ანა დოლიძის გადასაწყვეტია. 

ხმაურიანი განცხადებების შემდეგ ნაზი ჯანეზაშვილის ე.წ სასამართლოს კლანთან დაკავშირება აბსურდულია თავად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებისთვის. დიმიტრი გვრიტიშვილი, რომელიც ანა დოლიძის საბჭოდან გაწვევას პრეზიდენტს 2019 წლის 1 ნოემბრიდან ოფიციალურად სთხოვს, ანა დოლიძეს განსხვავებული აზრის დევნაში ადანაშაულებს.

7-მა გავლენიანმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ანა დოლიძეს საბჭოს დატოვების რეკომენდაციით უკვე მიმართა. მესამე სექტორში კანონდარღვევაზე მიუთითებენ და დოლიძეს მოუწოდებენ, გაუფრთხილდეს საკუთარ იმიჯს.

ანა დოლიძემ, ალეკო ელისაშვილმა და ლევან კობერიძემ ახალი პოლიტიკური პლატფორმა გუშინ ოფიციალურად დააარსეს. ახალი გაერთიანების მიზნად კი - პოლარიზებული პოლიტიკური სივრცის საპირისპიროდ, ახალი დღის წესრიგის შექმნა და მსჯელობისთვის თანამოაზრეების  გაერთიანება დასახელდა. პოლიტიკურ პროცესებში ჩართვის მიუხედავად, დოლიძე წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებამდე საბჭოს დატოვებას არ გეგმავს.


close დახურვა