logo
ENG



ხიდაშელი: 20 ივნისის მოვლენების გამოძიებას აქვს პერსპექტივა, მაგრამ არა ამ ხელისუფლების პირობებში

20 ივნ 202019:51
3 წუთის საკითხავი
 

თინა ხიდაშელი აცხადებს, რომ 20 ივნისის საქმე აუცილებლად იქნება გამოძიებული - არა ამ მთავრობის, მაგრამ მომავალი მთავრობების პირობებში.

როგორც თინა ხიდაშელმა განმარტა, დამნაშავეებს არც სამართლებრივი და არც პოლიტიკური პასუხი არ უგიათ.

„მიუხედავად იმისა, რომ გრძელი ერთი წელი და ბევრი რამ მოხდა, შედეგის თვალსაზრისით ისევ იქ ვართ, სადაც 21 ივნისს გავიღვიძეთ ყველამ - დამნაშავეები არ არიან დასჯილნი. ქვეყანას ჰყავს პრემიერი, ვინც იმ დროს შს მინისტრი იყო და გვეუბნება, რომ არ ახსოვს, რა მოხდა იმ ღამეს. მიაჩნია, რომ არცაა ეს აქტუალური, რადგან ქვეყანა რაღაცას გადაარჩინა. მე ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი სამოქალაქო პროტესტის მიუხედავად, როცა ამ თაობამ წრთობა გაიარა სამოქალაქო პატრიოტიზმში, მაინც იქ ვართ, სადაც ვიყავით.

გამოძიებას აქვს პერსპექტივა, მაგრამ არა ამ ხელისუფლების პირობებში. ძალიან ცოტა დროა დარჩენილი. როგორც 7 ნოემბრის საკითხზე, 20 ივნისის საკითხზეც მოხდება რეაგირება აუცილებლად", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.


close დახურვა