„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ხელმძღვანელი აცხადებს, რომ სამართლებრივი კუთხით 20 ივნისის საქმის გამოძიებაში ბევრი ხარვეზია, რისი გამოძიებაც მოითხოვს პოლიტიკური ნების არსებობას.
როგორც ეკა გიგაურმა განმარტა, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას არ აქვს ის ემოციური ბმა ოკუპაციის თემასთან, რაც 2019 წლის 20 ივნისს შეკრებილებს ჰქონდათ, ამიტომაც ვერ აცნობიერებს ის თავისივე შეცდომას.
„როგორ განახორციელეს ეს ყველაფერი - არ შეატყობინეს ხალხს, როგორი ძალის გამოყენებას აპირებდნენ. ამიტომ იყო ამდენი დაზარალებული. როცა საუბარია საშუალებების გამოყენებაზე, რეზინის ტყვიებზე - ამიტომ ამ დაშლის პროცესს რომ შევხედოთ, იყო ბევრი დარღვევა. ბრძანების გამცემებმა ჩაიდინეს დანაშაული.
მე ვფიქრობ, რომ კარგი მაგალითები გვაქვს შერჩევითი მართლმსაჯულებისა. აფარებენ ხელს სამართალდამცავ სისტემას და ბრალი გადააქვთ მოქალაქეებზე, ვინც გააპროტესტა ოკუპაცია. ამას რომ ვუყურებთ, ვხედავთ, რომ პოლიტიკური ნება არაა და ვიცოდით თავიდანვე, რომ არ ჩატარდებოდა გამოძიება. მათ არ უნდოდათ ამის გაკეთება. როცა ვუყურებდი მათ კომენტარებს, თითქოს კი ფიქრობენ, რომ არ იყო კარგი, რაც მოხდა, მაგრამ ვერ ხვდებიან, რატომ გამოვიდა ხალხი ოც ივნისს და რატომ შეშფოთა ვინმე, რომ რუსი ჩაჯდა სპიკერის სკამში.
სენსტიმენტები რაცაა - ამ ქვეყნის სიყვარული, რუსეთი რომ ოკუპანტია - ამასთან ემოციური ბმა არ აქვთ და ვერ მიხვდნენ. ამიტომ აფარებენ ხელს გამოძიებაშიც ვიღაცებს. პირველ რიგში, ისინი უნდა აღშფოთებულიყვნენ", - განაცხადა ეკა გიგაურმა.