logo
ENG



ვინ არ დაუჭირა მხარი საკონტიტუციო ცვლილებებს

21 ივნ 202014:14
3 წუთის საკითხავი
 
2dm5v7v92w7lian.jpg

პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს პარლამენტის 5-მა წევრმა მხარი არ დაუჭირა.

დოკუმენტის წინააღმდეგ ხმა შემდეგმა დეპუტატებმა მისცეს: დავით ჭიჭინაძე, ემზარ კვიციანი, კახა ოქრიაშვილი, ალექსანდრე ერქვანია, ბიძინა გეგიძე.

ცნობისთვის, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს პირველი მოსმენით 136-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.   

ცვლილებების პროექტის თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება. კერძოდ, საკანონმდებლო ორგანოში 120 წევრი პროპორციული, ხოლო 30 მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით აირჩევა. პროპორციული არჩევნები ჩატარდება 1-პროცენტიანი საარჩევნო ბარიერის პირობებში. გარდა ამისა, იმისათვის, რომ გამოირიცხოს 40 პროცენტზე ნაკლები მხარდაჭერის მქონე პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო ბლოკის მიერ საპარლამენტო უმრავლესობის მოპოვება და მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირება, კანონპროექტი ითვალისწინებს პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო ბლოკის მიერ პროპორციული და მაჟორიტარული სისტემით ჯამურად მიღებული მანდატებისთვის მარჟის დადგენას, რომელიც განისაზღვრება პოლიტიკური პარტიების და საარჩევნო ბლოკების მიერ პროპორციული სისტემით მიღებული ნამდვილი ხმების საერთო რაოდენობაში მათ მიერვე პროპორციული წესით მიღებული ნამდვილი ხმების პროცენტული წილისა და ამ წილის ერთი მეოთხედის ჯამით. ეს ზღვარი ერთპარტიული საპარლამენტო უმრავლესობის ფორმირებას გამორიცხავს იმ შემთხვევაში, თუ გამარჯვებული პარტია ან საარჩევნო ბლოკი პროპორციული სისტემით ხმათა 40.54%-ზე ნაკლებს მიიღებს.


close დახურვა