logo
ENG



კრამონი - ყველა მხარემ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და საარჩევნო ცვლილებებს მხარი დაუჭიროს

23 ივნ 202015:44
3 წუთის საკითხავი
 
eyc5071jfmx5us3.jpg

საქართველოს პარლამენტის მიერ პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის მეორე მოსმენით მიღებას ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი გამოეხმაურა.

მისი თქმით, საარჩევნო რეფორმა ქართული დემოკრატიის ინტერესებშია, ამიტომ პოლიტიკურ პროცესებზე პასუხისმგებლობა ყველა მხარემ უნდა აიღოს.

„კარგი ამბავი, საქართველოს პარლამენტმა მიიღო საკონსტიტუციო ცვლილება მეორე მოსმენით, ერთი კიდევ იქნება. საარჩევნო რეფორმა ქართული დემოკრატიის ინტერესებში შედის და ყველა მხარემ უნდა აიღოს პოლიტიკურ პროცესებზე  პასუხისმგებლობა ცვლილებების სასარგებლოდ ხმის მიცემით“, - წერს ვიოლა ფონ კრამონი.

პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები მეორე მოსმენით მიიღო.


close დახურვა