logo
ENG



31 წლის განმავლობაში წელს რუსთაველის გამზირზე ყველაზე ცოტა ტიტა მიიტანეს

09 აპრ 202020:53
3 წუთის საკითხავი
 

პანდემიასთან ერთად საქართველოში ბრძოლა მოქალაქეებს მოპოვებული თავისუფლების შესანარჩუნებლადაც უწევთ - ამ სიტყვებით იხსენებდნენ დღეს პოლიტიკოსები და საზოგადოების რიგითი წევრები ეროვნული ერთიანობის დღეს. იქ, სადაც 31 წლის წინ საბჭოთა არმიამ მიტინგი ტანკებით და ნიჩბებით დაარბია, დღეს 9 აპრილის მსხვერპლთა პატივსაცემად მოქალაქეები საკარანტინო რეჟიმის წესების დაცვით მივიდნენ. ქვეყნის ისტორიაში უმძიმეს და ამავე დროს გარდამტეხ დღეს ორ წელში საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა მოჰყვა.

დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი დემონსტრაციის ადგილიც და მსხვერპლთა მემორიალიც დღეს სამშენებლო ჯებირითაა შემოღობილი. პოლიტიკური პროტესტის უმთავრესი ეპიცენტრი "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ წლის ბოლოს ისე ჩაკეტა და ფილებიც აყარა, რომ რეაბილიტაციის საბოლოო პროექტი საზოგადოებისთვის არც წარუდგენია. პარლამენტის წინ მისულებმა სანთლები დღეს 9 აპრილის, ფაქტობრივად ოკუპირებულ, მემორიალთან დაანთეს. 31 წლის განმავლობაში წელს რუსთაველის გამზირზე ყველაზე ცოტა ტიტა მიიტანეს

შეიძლებოდა თუ არა მემორიალთან მისასვლელი გზის დროებით გახსნა- ეს იყო მთავარი კითხვა და წუხილი მოქალაქეების რომლებიც დაღუპულებისთვის პატივის მისაგებად მივიდნენ. მათ სახელმწიფოებრივი ღირებულებების მიმართ ხელისუფლების დამოკიდებულება გააკრიტიკეს.

პარლამენტის წინ აღმართული კედლის გამო ხელისუფლება ოპოზიციის კრიტიკის ობიექტიც გახდა. პოლიტიკოსები დარწმუნებული არიან რომ ხელისუფლება  ამ გზით სამოქალაქო პროტესტის ჩახშობას ცდილობს. 

ბრალდებებს არ უპასუხეს უშუალო ადრესატებმა. გიორგი გახარიამ რუსთაველი ისე დატოვა, რომ კითხვებზე პასუხი არ გაუცია. ყვავილების დაწყობა მასაც ამ კედლის გარეთ მოუწია. 9 აპრილს დაღუპულებთან დაკავშირებით კომენტარი მან დღის პირველ ნახევარში, 112-ში სტუმრობისას გააკეთა. 

კიდევ ერთი განსხხვავება- რუსთველის გამზირზე არც საპატრიარქოს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა მოქალაქეებმა მემორიალთან მისვლა ვერ შეძლეს. ტერიტორია მერის გადაწყვეტილებით, სარეაბილიტაციო სამუშაოების მოტივით იანვრის ბოლოს შემოიღობა. ტერიტორიის შემოღობვის შემდეგ, სამუშოები პარლამენტთან არასტაბილურად მიმდინარეობდა . ფორმულა ნიუსმა მერიისგან რეაბილიტაციის პროექტიც გამოითხოვა, თუმცა ამ დრომდე არ მიუღია. 

 


close დახურვა