logo
ENG



დავრწმუნდით, რომ ნათია კაპანაძის საქმის განხილვა არ არის მმართველი გუნდის ინტერესებში - საია-ს იურისტი

24 ივნ 202010:12
3 წუთის საკითხავი
 

წელიწადისა და ორი თვის შემდეგ, აჭარის ტელევიზიის ყოფილი დირექტორის ნათია კაპანაძის საქმის განხილვა სასამართლოში ისევ არ დაწყებულა. ამ დროის მანძილზე გიორგი კოხრეიძის წინააღმდეგ ბათუმის საქალაქო სასამართლოში უკვე 11 სარჩელი შევიდა.

საია-ს იურისტის ნიკა სიმონიშვილის ინფორმაციით, სასამართლო საქმის განხილვას მიზანმიმართულად არ იწყებს, ვინაიდან აჭარის ტელევიზიის ახალ ხელმძღვანელობას და მმართველ გუნდს არ აწყობს, რომ კაპანაძე  პოზიციაზე დროულად აღდგეს. 

„წელიწადი და ორი თვე გავიდა და ბათუმის სასამართლოს საერთო არ განუხილავს საქმე, არც კონკრეტული ნაბიჯები გადაუდგამს სარჩელის განხილვისთვის. შესაბამისად, ჩვენ თავიდანვე ვამბობდით და ახლა მით უმეტეს დავრწმუნდით ამაში, რომ ამ საქმის დროულად განხილვა არ არის აჭარის ტელევიზიის მოქმედი მენეჯმენტის და მმართველი გუნდის ინტერესებში. ვფიქრობთ, საქმის გაჭიანურება ემსახურება იმას, რომ ნათია კაპანაძე უფლებაში დროულად არ აღდგენილიყო“, - განაცხადა ნიკა სიმონიშვილმა


close დახურვა