logo
ENG



ამერიკული ბიზნესი საქართველოს ხელისუფლებისგან წარმოუდგენელ წინააღმდეგობას აწყდება-ფრონტერა

25 ივნ 202012:43
3 წუთის საკითხავი
clock 1696

ამერიკული ენერგოკომპანია "ფრონტერა" ხელისუფლების მიმართ ბრალდებებს კიდევ ერთხელ, საგანგებო ბრიფინგზე აჟღერებს. ფრონტერა საქართველოს მთავრობას საქართველოში ამერიკულ ბიზნესის მიზანმიმართულად შევიწროვებაში ადანაშაულებს. 

ექსპერტი ნოდარ ხარშილაძე ამბობს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობა ბოლო 30 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულზეა. მისივე შეფასებით, აღნიშნული ფაქტი ქვეყნის განვითარებაზე ნეგატიურად აისახება. 

"ჩვენი მიზანია დღეს დავიწყოთ ახალი კამპანია, რომელიც ეხება ამერიკა-საქართველოს ურთიერთობებს. დიპლომატიური ურთიერთობის დამყარებიდან დღემდე არასდროს ყოფილა ასეთ დაბალ წერტილზე, როდესაც პრაქტიკულად ყოველკვირა ჩვენი ხელისუფლების საკრიტიკო წერილები ამერიკიდან, რაც სასირცხვილოა ქვეყნისთვის. ამაზე მრავალი პოლიტიკური მიზეზია, მაგრამ ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის ამერიკული ბიზნესის დაჩაგვრა საქართველოში, რაც ძალიან სამწუხაროა. ეს ორ პრობლემას იწვევს - ერთი პოლიტიკური განზომილებაა, და ზარალდება ჩვენი იმიჯი, მეორე არის ეკონომიკური ზიანი", - განაცხადა ხარშილაძემ. 

"ფრონტერა" პრეზიდენტი ზაზა მამულაიშვილის თქმით, ამერიკული კომპანიები საქართველოს ხელისუფლების მხრიდან დიდ წინააღმდეგობას აწყდებიან. 

"23 წელია ჩვენი კომპანია მუშაობს საქართველოში. ქვეყანაში ყველაზე დიდი ამერიკული ინვესტორი ვართ. ვაწყდებით წარმოუდგენელ წინააღმდეგობას საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, ჩვენი და საერთოდ ამერიკული ბიზნესისადმი დისკრიმინაციული დამოკიდებულების გამო. გაუარესებული საინვესტიციო გარემოს გამო, გამოვთქვათ ჩვენს წუხილს. უფრო მეტს ვიმუშავებთ იმაზე, რომ ამერიკული კომპანიებისთვის უკეთესი პირობები შეიქმნას, მით უმეტეს ასეთი გაპარტახებული ეკონომიკის პირობებში", - განაცხადა მან.  

 


close დახურვა