logo
ENG



სომხეთში საარჩევნო უბნები დაიხურა

07 ივნ 202619:54
3 წუთის საკითხავი
 
2026/06/07/8867pjev0dcv7ok.png

სომხეთში საარჩევნო უბნები დაიხურა - ქვეყანაში დღეს საკანონმდებლო ორგანოს მეცხრე მოწვევის შემადგენლობა უნდა აირჩიონ.

სომხური მედიის ცნობით, არჩევნებზე ამომრჩეველთა მაღალი აქტივობა დაფიქსირდა და წინასწარი შედეგები გვიან ღამით გახდება ცნობილი. 

სომხეთის პარლამენტი პროპორციული საარჩევნო სისტემით აირჩევა, რაც ნიშნავს, რომ მოქალაქეები მხოლოდ პარტიულ სიებს აძლევენ ხმას. ეროვნული ასამბლეის მე-9 მოწვევის შემადგენლობაში მოსახვედრად 18 პოლიტიკური სუბიექტი იბრძვის — 16 პარტია და 2 საარჩევნო ბლოკი.

პარლამენტში მოსახვედრად პარტიებს მინიმუმ 4%-იანი, ხოლო ბლოკებს 8%-იანი საარჩევნო ბარიერის გადალახვა სჭირდებათ.

აღსანიშნავია, რომ არჩევნების საბოლოო შედეგების დათვლისას ბათილი ან განზრახ გაფუჭებული ბიულეტენები არ ითვლება. პროცენტული მაჩვენებლები მხოლოდ იმ მოქმედი ბიულეტენების საფუძველზე გამოითვლება, რომლებიც ამა თუ იმ პოლიტიკურ ძალას მიეცა.

 


close დახურვა