logo
ENG



GCAA - საჰაერო მიმოსვლის აღდგენის თარიღის დაზუსტებამდე, თავი შეიკავეთ ბილეთების შეძენისგან

25 ივნ 202015:59
3 წუთის საკითხავი
 
obs5d7qfaxpsxns.png

საერთაშორისო რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებაზე დაწესებული შეზღუდვა გახანგრძლივდა და 2020 წლის 31 ივლისის ჩათვლით მოქმედებს, - ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სააგენტო მოქალაქეებს მოუწოდებს, სანამ რეგულარული საჰაერო მიმოსვლის თარიღი ოფიციალურად არ დაზუსტდება, ბილეთების შეძენისგან თავი შეიკავონ.

„რეგულარული საჰაერო მიმოსვლის აღდგენის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული იქნება მსოფლიოში და საქართველოში შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით. გამომდინარე იქედან, რომ ავიაციის სექტორისთვის ვითარება რთულად პროგნოზირებადია და გლობალურ დონეზე, პერიოდულად იცვლება გადაწყვეტილებები სასაზღვრო და სამგზავრო შეზღუდვების მოხსნასთან დაკავშირებით, მოქალაქეებს და მგზავრებს მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ ამა თუ იმ მიმართულებით ბილეთების შეძენისაგან, სანამ რეგულარული საჰაერო მიმოსვლის აღდგენის თარიღის და დადასტურებული ფრენის განრიგების შესახებ ცნობილი არ გახდება ოფიციალური წყაროების მეშვეობით.

ამასთან გაცნობებთ, რომ საერთაშორისო რეგულარული საჰაერო მიმოსვლის აღდგენამდე, გაგრძელდება მრავალჯერადი ჩარტერული რეისების განხორციელება რამდენიმე მიმართულებით. აღნიშნულ ავიარეისებთან დაკავშირებული ინფორმაცია ცნობილი გახდება ფრენის ნებართვების მინიჭებისთანავე“, - ნათქვამია განცხადებაში.


close დახურვა