logo
ENG



სამადაშვილი: საბჭოს წევრობის კანდიდატის შერჩევისას, პრეზიდენტი პირადი სიმპატიების მიხედვით გადაწყვეტს 

25 ივნ 202017:26
3 წუთის საკითხავი
 

პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ სალომე ზურაბიშვილი პარტია ქართული ოცნების ინტერესებს ატარებს, შესაბამისად ის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატს პოლიტიკური ნიშნით შეარჩევს.

„თუ ვიმსჯელებთ იმ საკადრო გადაწყვეტილებებით, რაც სალომე ზურაბიშვილს დღემდე აქვს გაკეთებული, ჩვენ ვხედავთ, რომ გაურკვეველია მისი არჩევანი რას ეფუძნება, ეს არ არის კომპეტენცია, ობიექტურობა ან სხვა რაიმე მერიტოკრატიული გადაწყვეტილებები. ეს ეფუძნება მის პირად სიმპატიებს, რეკომენდაციებს ან კავშირებს. ამ შემთხვევაშიც ვფიქრობ, რომ იგივე შესაბამისი კრიტერიუმებით იხელმძღვანელებს. 

„ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლის გიგი წერეთლის განცხადებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის დანიშვნა პრეზიდენტის პრეროგატივაა, რომლის შერჩევის დროსაც მთავარი პროფესიული პრინციპები და მიუკერძოებლობა იქნება. 

„აქ უნდა იყოს მთავარი კრიტერიუმი პროფესიული პრინციპები და მიუკერძოებლობა. ეს დასახელება მოხდეს. მე მგონი პრეზიდენტის პრეროგატივაა ეს. ეს პრინციპები უნდა იყოს გათვალისწინებული და არ იყოს ხელისუფლებასთან სიახლოვე ან გავლენა“, - აცხადებს გიგი წერეთელი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის თანამდებობიდან ანა დოლიძე გათავისუფლდა. თანამდებობის დატოვების შესახებ პრეზიდენტს ანა დოლიძემ პირადი განცხადებით მიმართა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებითიუსტიციის უმაღლეს საბჭოს სჭირდება ადამიანი, რომელიც იქნება პრინციპული და ექნება შესაბამისი კვალიფიკაცია.


close დახურვა